ეკოლოგია (ბერძნ. oikos - სახლი, გარემო, და logos - შეცნობა, სწავლა) ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.

ტერმინი "ეკოლოგია" ზოგჯერ ცნების "გარემოს დაცვა" აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

არსებობს ტერმინის "ეკოლოგია" კიდევ რამდენიმე განმარტება:

მთა რუვენზორის ვეგეტაცია, უგანდა
  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
  • ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
  • ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.
  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.

ეკოლოგიის დარგები [რედაქტირება]

ეკოლოგიის ცნებები და ტერმინები [რედაქტირება]

ანთროპოგენური ფაქტორები - ბიომასა - ბიოტიკური ფაქტორები - ბიოტოპი - ბიოცენოზი - ეკოლოგიური ნიშა - ეკოლოგიური პირამიდა - ეკოსისტემა - კონსუმენტი - ოზონის შრე - პოპულაცია - პროდუცენტი - რედუცენტი - სათბურის ეფექტი

ეკოლოგიური ორგანიზაციები [რედაქტირება]

არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ბორჯომის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის” წევრებმა ბორჯომის ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. შეხვედრას ამ დარგის სპეციალისტები და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,, ბორჯომის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის” თავმჯდომარის ლევან გოცირიძის თქმით, მათ იმსჯელეს საკურორტო ტყეების იმ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც შეიქმნა სატყეო მეურნეობის დარგში გატარებული რეფორმის შემდგომ: ,, რეფორმის ჩატარება აუცილებელია, მაგრამ არა ისე, როგორც ჩატარდა გარემოს დაცვის სამინის- სამინისტროს ტროს ქვეშ დაქვემდებარებულ ობიექტებზე. რეფორმების მიმ- მიმდინარეობისას დინარეობისას არავინ გაითვალისწინა სპეციალისტების აზრი”. 2007 წლიდან ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობა გაუქმდა, დარჩა ბორჯომ-ბაკურიანის ერთი სატყეო უბანი, რომელსაც 20 რეინჯერი ემსახურება. ლევან გოცირიძის განმარტებით, მათ უნდა გააკონტროლონ ბორჯომის, წაღვერის , ტბის, ცემის, ბაკურიანის , გუჯარეთის , ტაძრისის , საკირის, დვირის და სხვა არაერთი ტყის მასივი მაშინ, როცა გასულ წლებში საკურორტო ტყეებს 120 მცველი იცავდა. რეფორმა გატარდა დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის სისტემაშიც, კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ,, ექვსი რაიონის ბაზაზე შექმნილია ეროვნული პარკი, რომ- რომლის ლის ფართობი 85 ათასი ჰექტარია. ჩემი აზრით, ესეც იყო ნაჩქარევი რეფორმა , რომელიც სრულყოფილი არ არის, - ამბობს იგი და დასძენს, რომ ყველაზე მტკივნეული ბოლო 10 -15 წლის განმავლობაში მიმდინარე ხე-ტყის უკანონო ჭრებია : ”კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად ჩვენ თავი მოვუყარეთ იმ დარღვევებს , რაც დაკავშირებულია საკურორტო ტყეების მოვლასთან. უახლოეს მომავალში მივმართავთ პრეზიდენტს და მთავრობას თხოვნით, რომ ბორჯომს შევუნახოთ სამოსელი”.

ეკოლოგია

ეკოლოგია
გელათის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა დისკუსია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ (საანბანე წიგნი) კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ავთანდილ არაბული და გიორგი გოგოლაშვილი. დისკუსია მიეძღვნა 2008 წლის 17 ოქტომბერს თბილისის პირველი საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გამართულ კონფერენციას თემაზე: იაკობის „დედა ენა“ და თანამედროვე ქართული სკოლა.

ი. გოგებაშვილის “დედა ენა” ქართული კულტურის ფასეულობაა, როგორც ენის სწავლების უნიკალური მეთოდი. საანბანე ნაწილის აგების პრინციპი, წიგნის თემატური მხარე იყო საფუძველი იმისა, რომ 1960 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში გამართულ მსოფლიო ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე იაკობის „დედა ენის“ მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა.

ქართულ სინამდვილეში კი “დედა ენა” არის ერთადერთი წიგნი, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა.

იაკობ გოგებაშვილის “დედა ენაში” ჩაიდო ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელიც, მოგვიანებით, დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიაში“ ჩამოყალიბდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

ვისაც მიგაჩნიათ, რომ ი.გოგებაშვილის „დედა ენა“ კულტურულ მემკვიდრეობად უნდა გამოცხადდეს, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში.

თქვენი მოსაზრებები მიაწოდოთ პროექტის კოორდინატორ მაია გულედანს ( mai@informsoc.org ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს )



საბავშვო გაზეთი „ციცინათელა“ აწყობს აქციას: „ბავშვები ინფორმაციული ომის წინააღმდეგ“. აქციის მიზანია აჩვენოს მსოფლიოს ინფორმაციული ომის პირობებში მოზარდთა ზნეობრივ-პატრიოტული გრძნობები. მათი თანადგომა ადამიანთა შიშის “ინფორმაციული ინექციებით” გამოწვეული სევდის გამო. ნათელი ფერებითა და ხალისიანი სიუჟეტებით უთხრან უფროსებს: არ გამოიყენონ კიბერბომბები და ძალადობა არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ.

გაზეთი „ციცინათელა“ და გელათის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს საბავშვო ნახატების კონკურსს „არ მინდა ვიყო ომის მსხვერპლი“.

გარემოს დაცვის სამინისტრო ალავერდის ეპარქიას ტყეებს გადასცემს.

მინისტრი გოგა ხაჩიძე და სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე დღეს კახეთის რეგიონს ეწვევიან და ალავერდის მონასტერში გარემოს დაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის ხელშეკრულება გაფორმდება, რომელსაც მინისტრი გოგა ხაჩიძე და მიტროპოლიტი დავით ამბა ალავერდელი მოაწერენ ხელს.

ხელშეკრულების თანახმად საქართველოს საპატრიარქოს ალავერდის მონასტრისთვის გრძელვადიანი სარგებლობის წესით (20 წელი) სახელმწიფო ტყის ფონდიდან 259 ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცემა.

გარემოს დაცვის სამინისტრო საპატრიარქოს 1900-მდე ჰექტარი მიწის ფართობი უკვე გადასცა და ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.


Friday, June 18, 2010