ეკოლოგია (ბერძნ. oikos - სახლი, გარემო, და logos - შეცნობა, სწავლა) ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.
ტერმინი "ეკოლოგია" ზოგჯერ ცნების "გარემოს დაცვა" აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
არსებობს ტერმინის "ეკოლოგია" კიდევ რამდენიმე განმარტება:
- ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
- ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
- ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.
- ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.
ეკოლოგიის დარგები [რედაქტირება]
- ანალიტიკური ეკოლოგია
- ანთროპოეკოლოგია - ადამიანის ეკოლოგია
- გარემოს დაცვა - გამოყენებითი ეკოლოგია
- გეოეკოლოგია
- დინამიური ეკოლოგია
- ზოგადი ეკოლოგია - ბიოეკოლოგია
- სოციალური ეკოლოგია
ეკოლოგიის ცნებები და ტერმინები [რედაქტირება]
ანთროპოგენური ფაქტორები - ბიომასა - ბიოტიკური ფაქტორები - ბიოტოპი - ბიოცენოზი - ეკოლოგიური ნიშა - ეკოლოგიური პირამიდა - ეკოსისტემა - კონსუმენტი - ოზონის შრე - პოპულაცია - პროდუცენტი - რედუცენტი - სათბურის ეფექტი
ეკოლოგიური ორგანიზაციები [რედაქტირება]
ეკოლოგია
ი. გოგებაშვილის “დედა ენა” ქართული კულტურის ფასეულობაა, როგორც ენის სწავლების უნიკალური მეთოდი. საანბანე ნაწილის აგების პრინციპი, წიგნის თემატური მხარე იყო საფუძველი იმისა, რომ 1960 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში გამართულ მსოფლიო ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე იაკობის „დედა ენის“ მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა.
ქართულ სინამდვილეში კი “დედა ენა” არის ერთადერთი წიგნი, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა.
იაკობ გოგებაშვილის “დედა ენაში” ჩაიდო ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელიც, მოგვიანებით, დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიაში“ ჩამოყალიბდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ვისაც მიგაჩნიათ, რომ ი.გოგებაშვილის „დედა ენა“ კულტურულ მემკვიდრეობად უნდა გამოცხადდეს, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში.
თქვენი მოსაზრებები მიაწოდოთ პროექტის კოორდინატორ მაია გულედანს ( mai@informsoc.org ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს )
No comments:
Post a Comment